15-07-2019
რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს გიურზამ უკბინა. ის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
დაშავებულის განცხადებით, შხამიანმა გველმა მას საცხოვრებელი სახლის ეზოში უკბინა. ახალგაზრდას ნაკბენი ხელზე 2 ადგილზე აქვს.
ექიმების განცხადებით, პაციენტს პირველადი დახმარება გაუწიეს და ამ ეტაპზე აკვირდებიან. ინტოქსიკაციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ.
აღსანიშნავია, რომ დაშავებულმა კაცმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება თვითონ გამოიძახა და გველის სახეობის დასადგენად, ქვეწარმავალი კლინიკაში მიიყვანა. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან სპეციალისტებიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კაცს ნამდვილად გიურზამ უკბინა.