გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დუშეთში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15-07-2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე მიმდინარე და დასრულებული პროექტი მოინახულა.


რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ დუშეთში გოგებაშვილის ქუჩას, ბაჩანას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე და აღმაშენებლის ქუჩიდან სოფელ ტონჩის ხიდამდე გზის ნაწილს, ერისთავისა და თეატრის ქუჩების მონაკვეთებს.


ასევე, მოასფალტდა სოფლების - ჩანადირთკარისა და საკრამულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და კეთილმოეწყო საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დაბა ჟინვალში. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელიპროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 600 000 ლარს აღემატება.


მხარის რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ჟინვალში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებსაც გაეცნო.


ასევე, დაათვალიერა ქალაქ დუშეთში მოქმედი საბავშვო ბაღები, იქ მომუშავე პერსონალს გაესაუბრა და მათთვის პრიორიტეტული საკითხები დეტალურად

მოისმინა.


მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს.




https://pia.ge/