გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს

15-07-2019

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.


ასლან ბჟანია ე.წ. არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნის.


„წამყვანი გერმანელი სპეციალისტების მიერ 13 ივლისს ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით და აღდგენის ვადები შესაძლოა, გაიწელოს.


შექმნილ ვითარებაში, ჩემი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა“ - ნათქვამია ბჟანიას მიმართვაში.


მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, არჩევნებში ხმა მისცენ ოპოზიციური პარტიის, „ამცახარა“-ს კანდიდატს, ალხას კვიცინიას.


ბჟანიას ავადმყოფობის გამო, ხაჯიმბას ოპოზიციამ 20 მაისს მოითხოვა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 21 ივლისიდან 23 ნოემბრამდე გადადება.


უარის შემდეგ ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და საპროტესტო აქციები დაიწყო რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით.


თავის მხრივ, დეფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციას ბრალს სდებდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში.


22 მაისს, ხაჯიმბამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ე.წ. არჩევნების 21 ივლისიდან 25 აგვისტოსთვის გადატანის შესახებ.


https://imedinews.ge/ge/