გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს

15-07-2019

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარული რეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

ფრენები Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. ავიაკომპანიამ ბაქოსა და ბათუმს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულება მიმდინარე წელს დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „Buta Airways“-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 11 ივლისს მიენიჭა.

მიმდინარე სეზონზე, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა ასევე ყაზახეთიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 4 ივლისის ნებართვის შესაბამისად, ყაზახური ავიაკომპანია B. & K. Aero ატირაუ-ბათუმი-ატირაუს საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს 6 ივლისიდან ასრულებს. ფრენები 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, (6, 13, 20, 27 ივლისი, 3, 10, 17 აგვისტო) Boeing B737-300 ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება. ფრენები საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული.