გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია

16-07-2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში “ახალი სკოლის მოდელი” ჩაერთო.


ცენტრის წარმომადგენლებმა 5 დღის მანძილზე პროექტისათვის შერჩეულ კურიკულუმის ექსპერტებს გარემოს დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარეს.


ტრენინგი თეორიულ ნაწილთან ერთად მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც, რომლის დროსაც მონაწილეები თეორიულ მასალაზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ დავალებებს ამუშავებდნენ.


პრაქტიკული დავალებები მოიცავდა გარემოსდაცვითი საკითხების არა მარტო ფორმალურ, არამედ არაფორმალურ სწავლებაში ასახვასაც.


დატრენინგებული პირები სექტემბრიდან პროგრამისთვის შერჩეულ სკოლებში სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობაზეც იმუშავებენ, რაშიც ტრენინგების განმავლობაში შედგენილი აქტივობები დაეხმარებათ.


„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია.


მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.