გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

16-07-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 70,156.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ( საერთო წონა - 914,29 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, 12 და 15 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 24,080.48 ლარის ოდენობით შეეფარდათ , ხოლო 13 ივლისს მომხარ ფაქტებთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.