გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

16-07-2019

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ლევან კუპრეიშვილმა დეტალურად განიხილა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. 

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა 14,8კმ-ზე, ხოლო ქალაქად - 7,4 კმ-ზე. სამუშაოების ღირებულება 5,4 მილიონი ლარია. 

ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული, სხვადასხვა სახის 193 ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად ხორცილდება. აღნიშნული მასშტაბური პროექტების ღირებულება 738 000 ლარს შეადგენს.

ქალაქად გრძელდება სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების - სანიაღვრე არხებისა და ღელეების - სარეაბილიტაციო და გამაგრებითი სამუშაოები.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურისათვის შენობის მშენებლობის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვენს მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება, რისთვისაც 239 239 ლარი დაიხარჯება.

ქალაქის მასშტაბით, გრძელდება მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის და დაზიანებული სახურავების გადახურვის პროცესი. 

დასრულების ეტაპზეა თეკლათის, ლეძაძამესა და მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბეწვის ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულე ბით - 233 447 ლარი. 

უახლოეს პერიოდში, ზანის, ეკის, ნოსირისა და ზემო ფოცხოს სამედიცინო ამბულატორიებში 151 383 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

ასევე, მუნიციპალიტეტის თერთმეტ საჯარო სკოლაში 470 000 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. 

სენაკის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად ფართოვდება ქალაქის გაზმომარაგების ქსელი.

ქალაქ სენაკში, დასრულდა ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოები.

ასევე, ურიდიას ქუჩის N26-სა და რუსთაველის ქუჩის N251-ში, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 131 131 ლარი შეადგინა, დასრულდა.

ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სახურავების აღსადგენად, მოსახლეობისთვის გაცემულ იქნა ტალღოვანი აზბესტოცემენტის ფურცელი - ღირებულებით 83 763 ლარი.

დავით აღმაშენებლის ქუჩის ზედა მონაკვეთში დასრულდა წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგურის და წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები.

სენაკს თანამედროვე სტანდარტების ოთხი განახლებული სპორტული მინი მოედანი შეემატა. 
ჟიული შარტავას სახელობის პარკსა და მეშვიდე საჯარო სკოლაში არსებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედნების სრული რეაბილიტაციის ღირებულებამ 97 445,96 ლარი შეადგინა, ჭყონდიდელის ქუჩაზე და მექანიკურის დასახლებაში - 113 528, 60 ლარი.