3-01-2018
კურორტ ბახმაროში, თოვლზე სრიალისას დაშავებული გერმანელი ტურისტი, რომელიც ორთავე ფეხის მოტეხილობით ჩოპხატაურის საავადმყოფოში (მედალფას კლინიკა) იყო მოთავსებული, რეფელარული სამსახურის მიერ თბილისში ტრანსპორტირებისას კვლავ დაშავდა.
დაშავების მიზეზი რეფელარული სამსახურის მანქანის ქალაქ ხაშურთან ამოტრიალება გახდა.
როგორც რეფელარული სამსახურიდან გვატყობინებენ ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავდნენ როგორც ექიმები, ასევე ტურისტიც.
როგორც ჩოხატაურში გვეუბნებიან, გერმანელ ტურისტის თბილისში გადაყვანის აუცილებლობა არ იყო რადგან მას ჩოხატაურში ყველა საჭირო მკურნალობა მედალფას კლინიკაში უმაღლეს დონეზე ჩაიტარდა, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო ეს გადაწქყვეტილება ვიღაცამ "ზემოთ" მიიღო.
წყარო: "გურიის მოამბე"
http://www.guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=27878