გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა პირდაპირი მნიშვნელობით, იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი

17-07-2019

გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცალკეული პოლიციელების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს.

„თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე მიდის გამოძიება. იძიებს პროკურატურა, ერთი პოლიციელი უკვე ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა დღეს ღალატი იქნებოდა.

„გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან გახარია რომ გადამდგარიყო 21-22-ში, ის პოლიტიკოსები, ვინ ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, ან რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, რა თქმა უნდა, ეს სურდათ. ის რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა