გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბიძინა ივანიშვილი: ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას

17-07-2019

ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. ჩვენ ეს მივიღეთ თითქმის მოულოდნელად, თუმცა 2024 წელს უნდა ყოფილიყო", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. 

„ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. ჩვენ ეს მივიღეთ თითქმის მოულოდნელად, თუმცა 2024 წელს უნდა ყოფილიყო. ამის მიზეზი კარგად ავხსენი ჩემს განცხადებაში. მზაობა იგრძნობა ახალგაზრდების მხრიდან, მათ აქვთ სურვილი ჩართულობის. მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს, მეტმა გაიზიაროს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს უმრავლესობითაც მოვიდეთ და თუ არა, და ამის ალბათობა არსებობს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ ალბათ ყველასთან. ვისთან და როგორ, ამაზე 2020 წელს ვისაუბროთ, როდესაც გამოიკვეთება. ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.