18-07-2019
18-20 ივლისის ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: კორი ჰენრი (CORY HENRY & The Funk Apostles (USA)); ჯგუფი მოკუმოკუ (MokuMoku (GEO)), „Kraak & Smaak“, ინკოგნიტო (INCOGNITO (UK)), ფესტივალის ოფიციალური რეზიდენტ Dj არის არტისტი დავით მაჩაიძე - DJ. MACHAIDZE.
ფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი - „The Funk Apostles“ გამართავენ. 19 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“ დაიკავებს. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - „ინკოგნიტო“ დახურავს.
შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალის ფესტივალის სპონსორია ვიზა; ოფიციალური სასმელია კოკა-კოლა.
ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE-ზე. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი იმოქმედებს.
ფესტივალის მხარდამჭერია: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.
ფესტივალის მედიამხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, არტარეა, Music Box, The Financial, Georgia TODAY, OK, Marketer, ნეტგაზეთი, ბათუმელები, რადიო ფორტუნა, რადიონ NRJ, რადიო უცნობი, STAR FM.