სამშაბათი, ივნისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
კახეთის რეგიონიდან ამ დროისთვის 6 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

19-07-2019

კახეთის რეგიონში, დღეის მდგომარეობით, დაკრეფილი მოსავლის რაოდენობა 16 000 ტონაზე მეტია, აქედან, 6 000 ტონაზე მეტი ექსპორტირებულია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მოსავლის აღების მიმდინარე პროცესს თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„წელს მოსავალი კარგია და კრეფის პროცესიც შეუფერხებლად მიდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რაც ფერმერებს უადვილებს ჩაბარების და ექსპორტზე გატანის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა გაზრდილია და ფერმერები საბაზრო ფასითაც კმაყოფილები არიან”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

დღეისათვის კახეთის რეგიონში 9 სამაცივრო მეურნეობა აქტიურად ფუნქციონირებს. სოლომონ პავლიაშვილი ატმისა და ვაშლატამას მიღება-დაბინავების პროცესს გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში არსებულ მიმღებ პუნქტში და სამაცივრო მეურნეობაში „Champion Plus” გაეცნო. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ მეურნეობას 600 ტონამდე ატამი აქვს მიღებული.

სოლომონ პავლიაშვილმა კახეთში ყოფნის დროს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში დავით ნაპირელის ფერმერული მეურნეობაც დაათვალიერა. ფერმერს სხვა ჯიშებთან ერთად, საადრეო ატმის ბაღიც აქვს, საიდანაც მოსავალს ივნისის თვეში იღებს და ექსპორტზე გააქვს.