გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ოკუპირებულ აფხაზეთში სავარაუდო წამების გამო სამართალდამცველებს შინაპატიმრობა შეეფარდათ

19-07-2019

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს ოთხ თანამშრომელს, რომელიც გადამეტებული ძალის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი, შინაპატიმრობა შეეფარდა.


გამოძიების წინასწარი ვერსიით, უწყების მაღალჩინოსნებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ორგანიზებაში თანამონაწილეობაში აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ფიზიკური ძალა გამოიყენეს ანზორ თარბას მიმართ, რომელიც15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა.


ამავე ცნობით, მათ დაკავებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხეულის დაზიანებები მიაყენეს. ფაქტზე გამოძიება სოხუმის ე.წ.გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო.


ანზორ თარბა 2019 აპრილში ოთარ მირცხულავას გატაცებაში იყო ბრალდებული.



https://pia.ge/