გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დღეს გორში რეგიონალური "Fashion Week"-ი იწყება

20-07-2019

დღეს, 20 ივლისს, გორში რეგიონალური "Fashion Week"-ი აიღებს სტარტს. გოგებაშვილის ქუჩაზე სამოდელო ჩვენებისთვის სცენა და პოდიუმი უკვე მზადდება.


წარმოდგენა საღამოს 19:30 სთ-ზე დაიწყება. გორის მერის მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილი აცხადებს, რომ მოწვეული სტუმრებისთვის 200 სკამი მზადდება.


ფესტივალი 3 დღე გაგრძელდება. მეორე დღეს, 21 ივლისს, მას გორის თეატრი უმასპინძლებს, მესამე დღეს კი, 22 ივლისს - კულტურისა და დასვენების პარკი.


,,დიზაინერების მიერ შექმნილი ლუქები ,,არა ოკუპაციას" მოტივებზე უკვე მზად არის. მონაწილეობას 18 დიზაინერი, როგორც საქართველოდან, ასევე, მსოფლიოს 5 ქვეყნიდან" - აცხადებენ ორგანიზატორები.




qartli.ge