გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლოზუნგით "გაწიე კედელი, ზღვა დამანახე" ბათუმში აქცია გაიმართა

21-07-2019

"გაწიე კედელი, ზღვა დამანახე", „ბათუმის რივიერა ცათამბჯენების გარეშე",- ამ ლოზუნგებით ბათუმში მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.


შეკრებილები აცხადებენ, რომ ცათამბჯენების მშენებლობით ქალაქის ისტორიული იერსახის დაკარგვა მოხდება.


აქციის მონაწილეები პროექტის შესაჩერებლად ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.


„მოვითხოვთ, რომ რივიერა დაუბრუნდეს ისტორიულ დაცვის ზონას და შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე და ღია სივრცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიული ბათუმი დაკარგავს ზღვისპირა ქალაქის იდენტობას. ვაგროვებთ ხელმოწერებს იმის დემონსტრირებისთვის, რომ ბევრი მოქალაქეა ამ პროექტის წინააღმდეგი", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.



ipn.ge