გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში სამკერვალო საწარმოს 120-მდე თანამშრომელი საპროტესტო აქციას მართავს

22-07-2019

ქუთაისში სამკერვალო საწარმო “ქუთექსის” 120-მდე თანამშრომელი საპროტესტო აქციას მართავს. მკერავი ქალების თქმით, ადმინისტრაცია დასაქმებულების შრომის პირობების უხეშად არღვევს. დასაქმებულები ამბობენ, რომ ერთი თვის ხელფასი არ აუღიათ.


“ერთი თვეა ხელფასი არ მიგვიღია. 350 ლარს გვაძლევენ და იმასაც გვამადლიან. გვაყენებენ შეურაცხყოფას, გვეუბნებიან ხარვეზიან ტანსაცმელს კერავთო. ასევე გვიწევს არაადამიანურ პირობებში მუშაობა", - ამბობს თეა ცნობილაძე.


აქციაზე პროფკავშირების იმერეთის წარმომადგენლები მივიდნენ. ირაკლი მხეიძის თქმით, შესაძლოა საწარმოსთან სამართლებრივი დავა წამოიწყონ.


"ამ ადამიანებს ამუშავებენ, როგორც მონებს. საპირფარეშოში გასვლის უფლებასაც კი არ აძლევენ. საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა", - აცხადებს პროფკავშირის წარმომადგენელი ირაკლი მხეიძე.


აქციის მონაწილეების ბრალდებებს “ქუთექსის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს. მისი თქმით, ხელფასი უახლოეს მომავალში გაიცემა, შეურაცხყოფის ფაქტებს კი ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს.





https://imedinews.ge/ge/