22-07-2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი" კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, კონცერტში სოფლის ცენტრში, ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, ჩატარდება. ღონისძიების გამართვა დაგეგმილია ოთხშაბათს, 24 ივლისს, 21:00-დან 23:00-მდე.
სოფელ შინდისთან, 2008 წლის აგვისტოს, რუს სამხედროებთან შეტაკების დროს, 12 ჯარისკაცი დაიღუპა.
ანსამბლი „ბასიანი“ ჩამოყალიბდა 2000 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი. 2013 წელს კი „ბასიანს“ მიენიჭა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი.