გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მებაჟე ოფიცრებმა სარფში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

22-07-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ხ.მ-ს, ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა სახეობის საათი (104 ცალი), კოსმეტიკური სახის საცხი (14 ცალი) და მობილური ტელეფონი (1 ცალი) აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,711.88 ლარი შეადგინა. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3,711.88 ლარის ოდენობით შეეფარდა.