გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქვეყნის მასშტაბით ცხოველთა ვაქცინაცია მიმდინარეობს

23-07-2019

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ცხოველთა უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებაზე. 

თურქულის, ჯილეხის, ცოფის, ნოდულარული დერმატიტის, ბრუცელოზის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებებისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნებას. 

სააგენტოს ვეტერინარების მიერ 6 თვეში ვაქცინირებულია: 

თურქულის საწინააღმდეგოდ - 791 600 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი
ჯილეხის საწინააღმდეგოდ - 402 003 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი
ცოფის საწინააღმდეგოდ - 107 275 სული ცხოველი
ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ - 130 411 მსხვილფეხა პირუტყვი
ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ - 194 767 მსხვილფეხა და 251 810 წვრილფეხა პირუტყვი
წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგოდ - 195 978 პირუტყვი
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 3250 მსხვილფეხა პირუტყვი. 

ვაქცინაციის პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ბრუცელოზის სერომონიტორინგს (სისხლის ნიმუშების კვლევა) და ტუბერკულოზის კვლევებს.