გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მერაბ ქვარაია: რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია

23-07-2019

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ქვარაია ამბობს, რომ რეგიონების განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის საუბრობს, რომ რეგიონების განვითარება ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა და ამას ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვსი თვის ანგარიშიც ადასტურებს.

"დღეს რეგიონების განვითარება ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვსი თვის ანგარიშმა კიდევ ერთხელ ცხადყო. ბიუჯეტის ათვისების შთამბეჭდავი მაჩვენებლები, უპრეცედენტო რაოდენობის განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტი და სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ფინანსური ასიგნებები რეგიონებისთვის ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს, მეტ გზა,ს წყალს, ხელშეწყობას და იმ სიკეთეებს, რაც აუცილებელია ჩვენი რეგიონებისა და ქვეყნის მიმზიდველობისა და წარმატებისთვის“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.