23-07-2019
გორში რეგიონალური ფესტივალი ,,Fashion Week 2019" რესტორან ,,მზიურში" დაიხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა საბოლოოდ მიიღეს.გორში რეგიონალური ფესტივალი ,,Fashion Week 2019" რესტორან ,,მზიურში" დაიხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა საბოლოოდ მიიღეს.
მანამდე, ორგანიზატორებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ნაწილი ითხოვდა, რომ ღონისძიება კულტურისა და დასვნების პარკში, ,,ახალბაღი" გამართულიყო. გორის მერიის მოთხოვნით კი, დაშავებული მუშას გამო, არ ღირდა მასშტაბურად აღნიშვნა.
ინგა სიორიძის განცხადებით, კეთილმოწყობის სააგენტოს მუშის დაშავების გამო, ღონისძიება შესაძლოა სასტუმრო ,,როიალ ჰაუზში" გადანაცვლებულიყო, თუმცა ფართის სიმცირის გამო, არ მოხერხდა.
,,სამწუხარო ინციდენტის გამო, მერიიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ღონისძიება უნდა ჩაშლილიყო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მუსიკალური ნომრები არ იქნებოდა. დარჩებოდა ძირითადი ნაწილი, რომელიც მთავარი გზავნილია ამ ფესტივალისთვის. ეს არის ,,არა ოკუპაციას" - აცხადებს ინგა სიორიძე.
გორის მერიაში აცხადებენ, რომ ფესტივალის ორგანიზატორებს ღონისძიების გადადება სთხოვეს მხოლოდ: ,,ვთხოვეთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება გადადებულიყო. ასევე, ვუთხარით, თუ ეს ფინანსურ პრობლემებს შექმნიდა, ტექნიკას დავუტოვებდით, თუმცა მერიიდან არავინ დაესწრებოდა" - გვითხრეს მერიაში.
შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 17 საათზე, მდინარე მეჯუდას სანაპიროზე, ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომლები ,,ზილის" მარკის ავტომანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. მუშას სწორედ ის ბანერი სწორედ რეგიონალურ სამოდელო კვირეულზე მიჰქონდა.