23-07-2019
დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეაში, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრმა 2018-2019 სასწავლო წლების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ცენტრში მოქმედი წრეების 276 მოზარდს - სერთიფიკატი, ხოლო 11-ს - მადლობის ფურცელი გადაეცა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი, განახლებული და მრავალფეროვანი პროექტებით, მზადებას ახალი სასწავლო წლისთვის იწყებს.