გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„გორის დილას“ გიორგი ნემსაძე გაწვრთნის

23-07-2019

საფეხბურთო კლუბ "გორის დილას" ახალი მწვრთნელი ჰყავს. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე დღეს ოფიციალურად წარადგინეს.


გუნდის სპორტულმა დირექტორმა "დილის" უკვე ყოფილ უფროს მწვრთნელს გიორგი დეკანოსიძეს, რომელიც გუნდთან ბოლო 8 თვის განმავლობაში მუსაობდა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ მწვრთნელს კი წარმატებები უსურვა. ნემსაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მთავარია გუნდი სარისკო ზონიდან გამოვიდეს და ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.


4 აგვისტოს ბათუმის "დინამოსთან" "დილა" თამაშს უკვე შეცვლილი შემადგენლობით გამართავს. ლუკა გუგეშაშვილი, გოდერძი მაჩაიძე და დიდიერ კოუგბენია ახალმა მოთამაშეებმა: ქუთაისის "ტორპედოს" თენგიზ წიქარიძემ, "შევარდენის" გიორგი ჩოჩიშვილმა და ბრაზილიელმა ალეპ სანტოსმა შეცვალეს.


განახლებული შემადგენლობით "დილა" ამხანაგურ მატჩებს ხვალ სომხეთის "ნოესთან" და 27ივლისს "ვიტ ჯორჯიასთან" გამართავს. ამავე დროს მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ახალი ფეხბურთელის დამატებაზე.






https://imedinews.ge/ge/