გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სენაკში, ნოსირისა და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

23-07-2019

დღეს, ქალაქ სენაკში, ნოსირისა და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცა. 

მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაციის - LDS Charities თანამონაწილეობით, შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემის პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება. 

ეტლების ტანსპორტირებას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. ამ პროგრამით შშმ პირს ადვილად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ეძლევა, რაც აუმჯობესებს მათი ღირსეული ცხოვრებისა და გარემოსთან ადაპტირების ხარისხს.