გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმის აგრარულ ბაზარში სპეციალისტებმა 653 კილოგრამი ხორცი ამოიღეს და გაანადგურეს

24-07-2019

ბათუმის აგრარულ ბაზარიდან უვარგისი ხორცი ამოიღეს.


საეჭვო წარმომავლობის ხორცი ბაზარში ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე სასაკლაოს გვერდის ავლით მოხვდა.


სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხორცი ადლიის ნაგავსაყრელზე გაანადგურეს.


აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია 3 000 ლარით დაჯარიმდა. მიმდინარე წელს საეჭვო ხორცის აღმოჩენის ეს უკვე მეორე შემთხვევა.


სააგენტომ ვადაგასული ხორცის შენახვა-გამოყენების გამო ორი კვების ობიექტი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, მავნე სურსათი კი ადგილზე განადგურდა.




https://inforustavi.ge