24-07-2019
ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში, პირველ სართულზე ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოთახში ხშირად თამაშობენ ბავშვები და დაზიანებას შემთხვევით გადაურჩნენ.ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში, პირველ სართულზე ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოთახში ხშირად თამაშობენ ბავშვები და დაზიანებას შემთხვევით გადაურჩნენ.
მათივე ინფორმაციით, მერიიდან ვერ მიიღეს დაზუსტებული პასუხი, რა ბედი ელით და მოხდება თუ არა მათი გადაყვანა უსაფრთხო ადგილას.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სოციალურ საცხოვრისში ჭერი ღამის 12 საათზე ე.წ სათავსო ოთახში ჩამოინგრა, რომელიც საცხოვრებლად არ გამოიყენება.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურისა და ა(ა)იპ სპეც სერვისების წარმომადგენლები. ტერიტორია ჩამონგრეული სამშენებლო მასალებისგან გასუფთავდა.
ქუთაისში სოციალური საცხოვრისი ორი წლის წინ მოეწყო. შენობაში ჭერი რამდენჯერმე ჩამოინგრა. არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი.