გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს

4-01-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

პრემიერი უწმინდესს დიდხანს სიცოცხლესა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მოღვაწეობას უსურვებს.

 „დღეს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების 85 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მოვიხარო ქედი მისი უწმინდესობის იმ ფასდაუდებელი და თავდადებული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის 40 წლის განმავლობაში გასწია.

მისი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი; მისი ქადაგება კი, სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

ნამდვილად ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს.

მინდა ვუსურვო მის უწმინდესობას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“-ნათქვამია მისალოც წერილში.