24-07-2019
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები პატიმრობაში დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატებმა პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვეს. პროცესს შვიდივე ბრალდებული დაესწრო, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. მოსამართლეს გიორგი ერმაკოვმაც მიმართა:
"გამოძიებასთან ვთანამშრომლობდი და ვითანამშრომლებ, მიმალვის ან მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე გამორიცხულია. მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე პროკურატურაში და პოლიციაში. სამი წელია მომდინარეობდა ამ საქმის გამოძიება და ვერ მეტყვის პროკურორი ვერც ერთ შემთხვევას, როცა ჩვენ თავი ავარიდეთ", - განაცხადა ერმაკოვმა.
ერმაკოვისა და სხვა დაკავებულების უდანაშაულობაზე ისაუბრა მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა და განაცხადა, რომ დანაშაული ჩადენის მოტივი და მიზანი არ არსებობდა. ადვოკატის თქმით, მერიის თანამშრომლებს მხოლოდ ის სურდათ, რომ სოციალური სახლი დროულად აშენებულიყო, სატენდერო კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები კი სატენდერო მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა. მისივე თქმით, მრავალგვერდიანი საქმიდან, მტკიცებულებები არ არსებობს. "ეს არის სადამსჯელო სპეცოპერაცია", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
პროცესის პარალელრად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ერთერთი დაკავებულის აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთან მინისტრის მოადგილის არჩილ ვანაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. მათ ვანაძის გათავისუფლება მოითხოვეს.
აჭარაში, საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 7 მაღალჩინოსანი 2019 წლის 30 მაისს დააკავეს.