გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რუსლან აბაშიძე: მივესალმები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს მიეცეს საშუალება, სწავლა მათ მიერ არჩეულ სასწავლებელში გააგრძელონ

24-07-2019

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის გამარტივებული წესით ჩარიცხვის გადაწყვეტილებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რუსლან აბაშიძე ეხმაურება:

„მსურს გამოვეხმაურო, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის გამარტივებული წესით ჩარიცხვის გადაწყვეტილებას, რომელთაც ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო არ მიეცათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება და შესაბამისად ვერ მოახერხეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება. 

მივესალმები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს, განურჩევლად ეროვნებისა, მიეცეთ საშუალება სწავლა გააგრძელონ მათ მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში და არ მოხდეს მათი უფლებების შელახვა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. 

მინდა მივულოცო ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა და ვუსურვო მათ წარმატებები“-აცხადებს აბაშიძე.