გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა

25-07-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტყითსარგებლობის უკანონო ფაქტები გამოავლინეს. 

ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა 13 ერთეული კაკლისა და 101 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყის ჭრა და შემდგომში ტრანსპორტირება, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს. 

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტში 2 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. მომხდარზე გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის -ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.