25-07-2019
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია.
დაკავება სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 20 ივნისის ღამის მოვლენებს უკავშირდება.
თავის დროზე, აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა იმის გამო გადაიდო, რომ თავდაცვის ექს-მინისტრი უცხოეთში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა და დიდი გავლენით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით, გუნდში არსებული დაპირისპირების გამო ის ხელისუფლებიდან წავიდა და სკანდალური განცხადებები გააკეთა.
ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს, რის შემდეგაც მან საკუთარი განცხადებები უარყო და 10 მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.
ოქრუაშვილს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მიეცა.