26-07-2019
რუსთავის მერმა სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი ინიციატივა წარადგინა.რუსთავის მერმა სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი ინიციატივა წარადგინა.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", თემაზე -"სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მუნიციპალიტებების დონეზე" შეხვედრას დაესწრო.
რუსთავის მერმა, კონფერენციის მონაწილეებს, სკოლამდელი აღზრდის სფეროს განვითარების მიზნით, ახალი ინიციატივა-მერების სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომელიც ბაგა-ბაღების განვითარების სტრატეგიაზე იმუშავებს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსთავის მერი, ამ სფეროში, სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას. 2018 წლის ივნისში, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით დაარსდა "სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციაც", რომელშიც თავიდან სულ შვიდი მუნიციპალიტეტი იყო გაერთიანებული, დღეს ასოციაციის წევრი უკვე ორმოცდაოთხი მუნიციპალიტეტია, რომლებიც სკოლამდელი აღზრდის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ.
შეხვედრა პოლონეთის საერთაშორისო დახმარების და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობის პროექტის - "სკოლამდელი განათლების კადრების პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში" (პოლონური ორგანიზაცია "ედუკატორი"), ასევე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის "საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულებების გზით" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია "გადაარჩინე ბავშვები" (Save the ChiLdren) და საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" ახორციელებენ. კონფერენციას საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, პოლონეთის ქალაქ ელკის მერი ტომაშ ანდრუკიევიჩი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, სკოლამდელი განათლბის დაწესებულებათა გაერთიანებების, სკოლამდელი განათლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნელები მუნიციპალიტეტების მერები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილე მუნიციპალიტებების მერებსა და სკოლამდელი განათლების გაერთიანებების ხელმძღვანელებს, სფეროში მიმდინარე ცვლილებები და პოლონეთის რესპუბლიკის გამოცდილება გააცნეს, ისაუბრეს სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით, მუნიციპალიტებების როლსა და პასუხისმგებლობაზე, სტანდარტების დანერგვისა და მიღწევის საშუალებებზე. განიხილეს არსებული გამოწვევები, სკოლამდელი განათლების სფეროში წარმატებული პოლიტიკის შემუშავებისა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლების გზები.