გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეორე ეტაპი დაიწყო

26-07-2019

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რისკებზე რეაგირების დეპარტამენტის მობილური რეაგირების ჯგუფის წარმომადგენელი, აბაშის ჯგუფის ხელმძღვანელი დევი სიდამონიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსს დალი შონიას და მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, ,,მოიზიდე და გაანადგურეს’’ ახალი ეტაპის დასაწყებად, ფერომონები გადაეცათ.

მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით, განხილულ იქნა პირველი ეტაპის შედეგები, რომლის მიხედვით, სენაკის მუნიციპალიტეტში, ინოვაზიური მავნებლის სალიკვიდაციო სამუშაოები ეფექტურად განხორციელდა.

ასევე აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პარალელურად, სიმინდის ფართობებში გავრცელებული სხვა მავნებლების ლიკვიდაციაც განხორციელდება.

მავნებლის სალიკვიდაციო სამუშაოები ადმინისტრაციულ ერთეულებში გაორმაგებული ძალისხმევით და არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებით განახლდება. ახალი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, სოფლებში ფერომონების დამონტაჟება გაგრძელდება.

შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი მოქმედების დეტალები და გაიცა რეკომენდაციები.

თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი შემოდგომაზე განხორციელდება, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.