გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისში გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება

26-07-2019

ქუთაისში ს. გუგუნავას 2 კმ-იანი ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწო და სექტემბერში დასრულდება.


ამ დროისთვის, ბორდიურების, ტროტუარებისა და გზის საფუძვლის მომზადების სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შეფერხება მხოლოდ უამინდობის პირობებში ხდება.პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.


ს. გუგუნქვას ქუჩა ქუთისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და რეაბილიტაციის შემდეგ, გზითმოსარგებლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტულიგზით შეეძლებათ.სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 138 874ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწო და სექტემბერში დასრულდება.





https://pia.ge/