გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სენაკში ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

27-07-2019

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ჩაუტარეს.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ჩატარდება.