გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოხუმში ლუკავას გათავისუფლების შემსწავლელი კომისია შეიქმნა

4-01-2018

დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემის ფაქტს შეისწავლის. აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზმა პარლამენტარებმა გუშინ გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, აფხაზეთის უზენაესი სასამართლოსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - წერს „სპუტნიკ აბხაზია“.

ამავე ცნობით, „შინაგან საქმეთა მინისტრის“, გარი არშბას განცხადებით, ლუკავა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, რაულ ხაჯიმბამ შეიწყალა და სასჯელის დარჩენილი ვადის მოხდისგან გაათავისუფლა.

კომისიაში, რომლის თავმჯდომარე რაულ ლოლუა იქნება, 6 დეპუტატი შევა.

„დეპუტატები დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს უფლება ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ. ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ ვერ მივიღეთ, ვინაიდან, როგორც ჩანს, ამის უფლება მას ნამდვილად ჰქონდა“, - განაცხადა ლოლუამ.

მისი თქმით, შექმნილი კომისია ამ გადაწყვეტილების კანონიერებას შეისწავლის.

დეპუტატების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ასეთი დამნაშავის შეწყალება, დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ აჩბამ განაცხადა, რომ „შეიძლება შეიწყალოს ნებისმიერი პირი, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის“.

გუშინვე სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა, რომელზეც გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ლუკავას შეწყალების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას და აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები პირის ან პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ქართული მხარისთვის ლუკავას გადაცემა ასევე მკაცრად დაგმეს ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კიარაზაას“ წარმომდგენლებმა, „პარლამენტის“ რამდენიმე დეპუტატმა.

უფრო ადრე, აფხაზურ საზოგადოებაში გიორგი ლუკავას გათავისუფლებით გამოწვეულ პოლემიკას, მათ შორის სოციალურ ქსელში, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებით გამოეხმურა.

აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა, 25 დეკემბერს, დაახლოებით, 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დააკავეს. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედებებოდა". მისი საკითხი მუდმივად იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გალის შერეული შეხვედრების დროს.

28 დეკემბერს აფხაზურმა მხარემ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლეს. ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მიმდინარე წელს აფხაზეთის ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავა.

წყარო: რადიო "ათინათი" 

http://www.radioatinati.ge/akhali-ambebi/article/63125-sokhumshi-lukavas-gathavisuflebis-shemstsavleli-komisia-sheiqmna.html