28-07-2019
რუსთაველების მხრიდან რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებისათვის დაგეგმილ დასაწესებელ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თბილისში სხვა ქალაქებიდან შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს, მგზავრების გადაყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული საკითხის შესახებ განცხადება "სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის" ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ გააკეთა, რომელსაც რუსთაველების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
რუსთაველების აზრით, გაჭირვების ფონზე, მსგავსი ცვლილებები მოქალაქეებს დააზარალებს და დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ასევე მგზავრებს, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დიდი დრო დასჭირდებათ, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის. მათი ნაწილის აზრით კი, იმ შემთხვევაში, თუ, შეზღუდვები დაწესდება, მგზავრობის ტარიფი უნდა შემცირდეს.
"რუსთავის მაშრუტკა თუ არ გაძვირდა, სამაგიეროდ ოთხმაგი დაუჯდება ერთ მგზავრს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და პლიუს დრო"
"ბათუმზე და სხვა ქალაქებზე გეთანხმებით, მაგრამ როგორ შეიძლება რუსთაველებს გაუკეთო ეგეთი რამ? რამდენი რუსთაველი მუშაობს თბილისში, ხალხი წვალებით ჩადის დედაქალაქამდე და ახლა კიდევ ორმაგ წვალებას სთავაზობთ? თან დილის საათებში რიგებია ნებისმიერი მიმართულებით"
"თუ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიგვიყვანს მაშრუტკა, მაშინ მგზავრობის ფასმაც უნდა დაიწიოს, რა უბედურებაა" , - წერენ "ინფო რუსთავის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე რუსთაველები.
რუსთაველების უმრავლესობა აღნიშნული ცვლილებას სოციალურ ქსელში აპროტესტებს. ისინი ფიქრობენ, რომ მანამ, სანამ, მსგავს ნაბიჯებს გადადგამენ, ბევრი სხვა პრობლემა უნდა მოაგვარონ, იზრუნონ საკუთარ მოქალაქეებსა და მათ კომფორტზე.