გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

უშგულში, სოფელ მურყმელში, კოშკი ჩამოინგრა

28-07-2019

უშგულის თემის სოფელ მურყმელში კოშკი ჩამოინგრა. კოშკის ჩამონგრევის ფაქტი  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ დაადასტურა. მისი განცხადებით, კოშკი აღდგენას ექვემდებარება.


ამასთან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ჩამოინგრა ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკის ქონგურები და ორი სართული. მათი თქმით, ქვედა ორი სართული გადარჩა, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ისინი, არ იციან. უშგულელები ასევე ამბობენ, რომ კოშკს რეაბილიტაცია სჭირდებოდა.


შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


კოშკის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.



https://1tv.ge/