გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვალეში, მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოები დაიწყო

29-07-2019

ათეული წლების შემდეგ, ქალაქ ვალეში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

წყალმომარაგების პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა შეზღუდული გრაფიკიდან 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა. 

სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ მენეჯერთან, ბესიკ ფილაურთან ერთად ადგილზე გაეცნო. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. ასევე, აშენდება ორი რეზერვუარი და რვა ჭაბურღილი. გარდა ამისა, მოეწყობა შიდა ქსელები და მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. 

|ვალეში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ ფუნქციონირებს. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო დიდია სასმელი წყლის დანაკარგი, რის შედეგადაც, მოსახლეობის ძირითად ნაწილს სასმელი წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათიანი გრაფიკით მიეწოდება. 

პროექტის დასრულების შემდეგ, მომავალი წლის ზაფხულიდან, ვალეს მოსახლეობა უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა. 
სამუშაოებს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 5 მილიონ ლარამდე მოხმარდება.