გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პატრიარქს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს-ილია მეორის მკურნალი ექიმი

4-01-2018

დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დაბადების დღეა, თუმცა საპატრიარქოში ოფიციალური მიღება და საზეიმო ვახშამი დღეს არ გაიმართება. მიზეზად ილია მეორის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა სახელდება. პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას თქმით, ილია მეორე დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

“არის გარკვეული პრობლემები დაკვირვების ქვეშ იმყოფება და აქტიურია, ხვდება ხალს და მილოცვებს ღებულობს“ - აღნიშნა  შარტავამ.

პატრიარქის კიდევ ერთი ექიმის, მანანა შეროზიას თქმით, ილია მეორე თავს ნორმალურად გრძნობს და ღონისძიების არჩატარების მიზეზი, მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის.

”უწმინდესმა თქვა, რომ ახლა არ არის ამის დრო და საშუალება, რომ ზარ-ზეიმით ავღნიშნო ჩემი დაბადების დღე, ეს იყო მიზეზი, რომ უწმინდესმა უარი თქვა პომპეზური დაბადების დღის აღნიშვნაზე“ - განაცხადა მანანა შეროზიამ.

საპატრიარქოში ასევე იმყოფებოდა უწმინდესის პირადი ოფთალმოლოგი და მან დაადასტურა, რომ თვალის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით პატრიარქი გაციებულია და სწორედ ამის გამო გადაიდო ოფიციალური ღონისძიებები.

დღეს საპატრიარქოში ერთადერთი ღონისძიებაა ჩანიშნული, დაგეგმილია ბიბლიის ახალი ვერსიის პრეზენტაცია.

“ბიბლია გამოიცა ერთხელ 90-იან წლებში, ეს იყო ძალიან კარგი გამოცემა, ვინც ახლა გამოსცა, იმისმა დედამ გამოსცე ეს და ახლა ხელმეორე გამოცემა, აი ეს საჭიროება გამოიწვია იმან, რომ მოიპოვა რამდენიმე ხელნაწერი, რომელმაც შეავსო ეს გამოცემა“ - განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელნა ლია კიკნაძემ.  

საპატრიარქოში დღეს ასევე ელოდებიან პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდოამრებს. 

წყარო: "გურიის მოამბე"

http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=27886