29-07-2019
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქში, მშვიდობის ქუჩაზე, ღირებულებით 46 046 ლარი, წყალდიდობის შედეგად ჩაქცეული რკინა-ბეტონის ჯებირის აღდგენის სამუშაოები დაიწყო.
რუსთაველის ქუჩის №112-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ არსებულ სანიაღვრე არხზე ბეტონის ჯებირის საფუძვლის გამაგრება და ფსკერზე მონოლითური რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რომლის ღირებულება 8 055 ლარს შეადგენს.
პარალელურად, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალურ გზაზე, მწყობრიდან გამოსული მონაკვეთის გამაგრებისა და რეაბილიტაციის სამუშაოებია დაწყებული. ღირებულება - 9 453 ლარს შეადენს.
სამივე ლოკაციაზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იმედი’’ აწარმოებს, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.