გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

4-01-2018

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მერიაში განმარტავენ, რომ უკვე მიმართეს სამართალდამცველ უწყებას და საქმის შესწავლა დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, მერია დაზიანებული ბიბლიოთეკების შეკეთებას 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე მოახდენს. 

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ელქტრონული ბიბლიოთეკის დიდი სტენდი დააზიანეს, იქამდე კი მცირე სტენდი გატეხეს.

პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ფარგლებში ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები ოქტომბერში დამონტაჟდა. ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დამზადებისა და ქუთაისის მასშტაბით განთავსების სამუშაოებისთვის მერიამ 25 000 ლარი გამოყო. ტენდერის ფარგლებში ქალაქის  ქუჩებში მცირე და დიდიზომის კონსტრუქციები განთავსდა.

წყარო: newpress

http://newpress.ge/qutaisshi-eleqtronuli-bibliotekis-faqtze-gamoieba-daiwyo