გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

30-07-2019

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე პოლიციამ 28 წლის მამაკაცი დააკავა. 


გავრცელებული ინფორმაციით საპატრულო პოლიციამ "რენოს" მარკის ავტომობილის მძღოლს ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა, როს შემდეგაც მან სიჩაქარეს მოუმატა.


მას შემდეგ რაც საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა "რენოს" მარკის ავტომობილის მძღოლმა მანქანა მიატოვა და ერთერთი კორპუსისკენ გაიქცა.


პატრულის თანამშრომლები გამოეკიდნენ და სადარბაზოსთან დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა რომ მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, 700 აბამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი აღმოაჩნდა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.


დაკავებული დუმილის უფლებას ინარჩუნებს.





https://inforustavi.ge/