გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდსა და ლაგოდეხში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

30-07-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,ლაგოდეხი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 2 300 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.