30-07-2019
დღეს, საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მერიის საკვანძო სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს შეხვდნენ.
საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის გათვალისწინებით, ბიურო, საჯარო დაწესებულებების ფუნქციურ-ინსტიტუციონალურ ანალიზს ახორციელებს.
პირველ ეტაპზე, შესწავლილ იქნა ცენტრალური საჯარო დაწესებულებებისა და სამინისტროების საქმიანობა.
ამ ეტაპზე, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება GLZ-ის მხარდაჭერით, ფუნქციურ-ინსტიტუციონალურ ანალიზი ექვს საპილოტე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.