გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზესტაფონში ერთ თვეში კრაზანის ნაკბენით 2 ადამიანი გარდაიცვალა

31-07-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაადასტურა.


შემთხვევები სოფლებში, ბოსლევსა და ცხრაწყაროში მოხდა.


„ვადასტურებ ტრაგიკულ ორივე შემთხვევას. პირველი მიმდინარე თვის დასაწყისში მოხდა. მამაკაცი სოკოს საკრეფად იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე კრაზანამ დაკბინა და მისი გარარჩენა ვერ შეძლეს. მეორე შემთხვევაში, მამაკაცი მინდორში იმყოფებოდა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ შეძლეს და რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, საგანგაშო ვითარება არ არის, ეს მხოლოდ დამთხვევაა“, - აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე.




https://pia.ge/