გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში ქალმა სამშობიაროში მიყვანამდე იმშობიარა

31-07-2019

რუსთავში XVII მიკრორაიონში 29 წლის ქალმა სამშობიაროში მიყვანამდე იმშობიარა. 


სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი აღნიშნულ მისამართზე გამოძახებიდან 5 წუთში მივიდა თუმცა ქალს მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა. ექიმები ქალის სამშობიაროში გადაყვანას ვეღარ ასწრებდნენ ამიტომ ქალი საკუთარ ბინაში ამშობიარეს.


"ვერ მოვასწარით სამშობიაროში მისვლა და გამოვიძახეთ სასწრაფო. მეუღლეს ექიმების დახმარებით სახლში მოუწია მშობიარობა. ამჟამად მუღლეც და ბავშვიც კარგად არიან. მადლობელი ვარ ჩვენი ექიმების და კლინიკა რუსთავის", - განაცხადა ქალის მეუღლემ.


ქალი და ბავშვი კლინიკა რუსთავის სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს.


აღსანიშსნავია რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრები, ექიმი რევაზ მიქავა, ექთანი ხათუნა დალაქიშვილი და მძღოლი გიორგი ზარიძე მსგავს სიტუაციაში 1 კვირის წინაც აღმოჩდნენ. ისინი გამოძახებაზე რუსთავში, იაღლუჯის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟში ამშობიარეს.


გავრცელებული  ინფორმაციით, ივლისის თვეში მსგავსი კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმმა ელისო მაჩხაშვილმა, ექთან ლელა კვიციანთან და სასწრაფო დახმარების მძღოლ რომან ფეიქრიშვილთან ერთად ქალი სამშობიაროში მიყვანამდე ამშობიარეს.





https://inforustavi.ge/index.php