გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების ერთიანი სისტემის ახალი პროექტი იწყება

31-07-2019

საქართველოში სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების ერთიანი სისტემის შემუშავების და დანერგვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა პროექტის ძირითადი მიმართულებები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებთან განიხილა.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია FAO-ს მხარდაჭერა იმ პრიორიტეტული მიმართულებით, რაც ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებას და სანერგე მეურნეობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების არსებობა პროდუქტიულობის ზრდას ნიშნავს. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით საუკეთესო შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი, რომლის საწყის ეტაპზეც მრავალწლოვანი სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების სტანდარტი შემუშავდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ჩართულობით განხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.