გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზოგადი უნარების გამოცდაზე აბიტურიენტების 13% ჩაიჭრა, მაქსიმალური ქულა კი ვერავინ მიიღო

31-07-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. 


ანალიზის მიხედვით, ზოგადი უნარების ტესტში 80 ქულიდან ყველაზე მაღალი ქულა - 79 ორმა აბიტურიენტმა მე-3 და მე-4 ვარიანტებში მიიღო.  


ზოგადი უნარების ოთხივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 87,1%-მა, შესაბამისად, კონკურსს გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 12,9% გამოეთიშა. 


ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა (13,73%) ტესტის პირველ ვარიანტში ვერ გადალახა ზღვარი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - გამსვლელი ქულა I და III ვარიანტებში - 22 ქულა, II და IV ვარიანტში კი 24 ქულა იყო.





https://imedinews.ge/ge/