გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში რეგიონებში ტურისტულ ადგილებსა და ისტორიულ ძეგლებთან გადმოსახედები მოეწყობა

1-08-2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყებს.

პროექტის მიხედვით, გადმოსახედები მოეწყობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სათანადოდ შერჩეულ ადგილებში - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ანდა გზების მიმდებარე, ტურისტულად მიმზიდველ ისეთ ადგილებში, საიდანაც იშლება შორეული ხედები.

მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის განხორციელებას სტუდენტების ჩართულობით გეგმავს. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები, რომლებმაც შეადგინეს გადმოსახედების ესკიზური პროექტები.